საზოგადოება

ხაინდრავას ფილმს სააკაშვილის მმართველობის შესახებ სექტემბერში აჩვენებენ

24.08.16 18:20


საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ პოლიტიკური სერიალის სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართება, იუწყება გაზეთი „კვირის პალიტრა“ რეჟისორზე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავაზე დაყრდნობით.

მრავალსერიანი „Heroკრატიის“ პრემიერა ტელეკომპანიების „იმედისა“ და GDS-ის ეთერში გაიმართება; ხოლო 27 და 28 აგვისტოს ფილმს მასმედიის წარმომადგენლებისა და კინემატოგრაფისტებისთვის აჩვენებენ.

ესაა ფილმი-ეპოპეა, რომელმაც, პირველ რიგში უნდა დააფიქროს საზოგადოება იმაზე, თუ როგორ დავუშვით ამდენი საშინელება, აღნიშნა რეჟისორმა.

„ვაჩვენებთ კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხამდა”, — განაცხადა ხაინდრავამ.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოქმედდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

2015 წელს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი მოაწერა ბრძანებას სააკაშვილისთვის ქართული მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რადგან ის სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები