საზოგადოება

რუსეთში კოტე მახარაძის წიგნის გამოსაცემად ფულს კრაუდფანდინგით აგროვებენ

24.08.16 19:45


სანქტ-პეტერბურგული საგამომცემლო ცენტრი „ჰუმანიტარული აკადემია“ („Гуманитарная Академия“) ფეხბურთის ცნობილი ქართველი და საბჭოთა კომენტატორის, კოტე მახარაძის წიგნის ხელახალ გამოცემას გეგმავს და კრაუდფანდინგით აგროვებს ფულს.

საუბარია 2001 წელს გამოცემულ წიგნზე „რეპორტაჟი მიკროფონის გარეშე“, რომელიც სპორტის, ხელოვნებისა და საქართველოს 1930-1980-იანი წლების ცხოვრების შესახებ მემუარულ ნარკვევებს მოიცავს.

განახლებულ გამოცემაში, რომელიც 2016 წლის ნოემბერში უნდა გამოიცეს კოტე მახარაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეთავის დამატება იგეგმება, რომელშიც მისი მეგობრებისა და კოლეგების ჩანაწერები შევა.

კრაუდფანდინგი მიმდინარეობს ვებგვერდზე planeta.ru.
კრაუდფანდინგი (ინგლ. сrowd funding, сrowd — ბრბო, funding — დაფინანსება) — ადამიანების კოლექტიური თანამშრომლობა, როდესაც ისინი ნებაყოფლობით უყრიან თავს ფულს ან სხვა რესურს „ერთ ყულაბაში“ — როგორც წესი, ინტერნეტის მეშვეობით — რათა მხარი დაუჭირონ სხვა ადამიანების ან ორგანიზაციების ძალისხმევას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები