მსოფლიო

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მკვიდრი დაიღუპა

24.08.16 21:20


სირიაში 21 წლის პანკისელი, სოფელ დუმასთურის მცხოვრები სულთან გუმაშვილი დაიღუპა. ის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

გუმაშვილი სირიაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, სადაც მამასთან, ადამ გუმაშვილთან ერთად თურქეთიდან გადავიდა. მაშინ სულთანი 18 წლის იყო. მან სკოლის დამთავრებაც ვერ მოასწრო.

უნდა აღინიშნოს, რომ სულთან გუმაშვილი პანკისის ხეობაში ცნობილი პოეტის სულეიმან გუმაშვილის შვილიშვილი იყო. სოფელში სულთანს დედა დარჩა.

ეს პანკისის ხეობის მკვიდრის სირიაში დაღუპვის უკვე მეხუთე შემთხვევაა. ივნისში იქ დაიღუპა 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი და 39 წლის უმარ მარგოშვილი. ივლისში 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილისა და 34 წლის რუსლან ქავთაროვის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 2012 წლის აგვისტოდან სირიაში საქართველოს 21 მკვიდრი დაიღუპა.

მათ შორის ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო, რომლის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ 5 მლნ აშშ დოლარს იხდიდა. ბათირაშვილი ივლისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.


წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები