პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

11.02.20 12:30


თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს. განხილვის მთავარი თემები იქნება: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი.

თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, სადაც მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიაში მონაწილეობის დეტალებზე იმსჯელებენ.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვას, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები