პოლიტიკა

დავით ნარმანია: მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება

17.05.16 22:00


თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ატეხილი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო თბილისის მერის, დავით ნარმანიას მოხსენება დროებით შეწყდა. მანამდე კი, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგი საკრებულოში მივიდა, რათა წერტილი დაესვას თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და შოუს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს.

თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს.

”მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

კიდევ ერთხელ პასუხი გავცე ყველა შეკითხვას და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირები დღესაც შეეცდებიან სპექტაკლის დადგმას, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე.

სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა, მივმართო თბილისელებს – გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი – ეს მათი სტილია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა კეთდებოდა ქალაქში მათი მმართველობის პერიოდში და რა კეთდება ახლა… საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად ცდილობენ ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპირონ სიცრუე. ცდილობენ იმას, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურად ასწიონ. ეს არის მათი სტილი და აქ გამორჩეული და განსაკუთრებული არაფერია, თუმცა მე დღეს მოვედი კონკრეტული ინფორმაციით, კონკრეტული ფაქტებით, მე დღეს მოვედი კონკრეტული არგუმენტებით, რათა კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმაზე, თუ რა კეთდებოდა ქალაქში ჩვენი ოპონენტების მმართველობის პერიოდში, რა გავაკეთეთ ჩვენ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და რა გეგმები გვაქვს მომავალში იმ უმთავრეს პრიორიტეტებთან მიმართებაში, რომელიც გაგვაჩნია და რომლითაც მოვედით”, – განაცხადა ნარმანიამ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები