საზოგადოება

საქართველო-რუსეთის საზღვარზე „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

24.08.16 22:00


საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სტეფანწმინდის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 27 წლის „კანონიერი ქურდი“, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. დააკავეს, იუწყება საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახური.

გამოძიების ინფორმაციით, ლ. ბ. 2014 წელს აღიარეს ე.წ. კანონიერ ქურდად. მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან და სარგებლის მიღების მიზნით, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).


წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები