ეკონომიკა

ნათია თურნავამ სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

12.02.20 17:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობაზე.

ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა და სარგებელი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე წარმოიქმნება მისი ლიბერალიზაციის შემდეგ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნების დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხიც.

ასევე აღინიშნა, რომ სომხეთი ენერგომატარებლებს საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებს, ამდენად, ქვეყნის შეუფერხებელი ენერგომომარაგებაზე უდიდესი გავლენას ახდენს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო ქვეყნის სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები რეგიონული სატრანზიტო დერეფნების ერთობლივი განვითარების კუთხით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები