საზოგადოება

წლის ბოლომდე საქართველოში პირველ ქარის სადგურს ააშენებენ

25.08.16 17:40


20 მვტ-იანი დადგმული სიმძლავრის მქონე პირველი ქარის ელექტროსადგურის „ქართლის“ მშენებლობა გორში 2016 წლის ბოლომდე დასრულდება, ნათქვამია 2016-2-25 წლების ქვეყნის ენერგეტიკულ სტრატეგიაში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა. პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით. მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა. საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ასევე იგეგმება კიდევ რამდენიმე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა მდებარეობა და ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება მიმდინარე ტექნო-ეკონომიკური კვლევებით.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ ერთად გეგმავს ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყებას ქვეყანაში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიების მიზნით.

პირველ ეტაპზე ხორციელდება პროექტი დადგმული სიმძლავრით 20 მვტ, 300 მბტ-მდე განვიტარების პერსპექტივით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები