საზოგადოება

ქუთაისის პარლამენტთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი დაიწვა

25.08.16 17:50


Mazda-ს მარკის ავტომობილთან შეჯახების შემდეგ დაიწვა Opel-ის მარკის ავტომობილი. ინციდენტი ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ქუთაისის პარლამენტის შენობასთან მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით

ავტო-საგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი. ის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტომობილებში მყოფი მგზავრების ზუსტი რაოდენობა არ ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ადგილზე ავტოავარიები ხშირია. ისინი აღნიშნავენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე არ არის აუცილებელი საგზაო ნიშნები. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „„საგზაო უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები