პოლიტიკა

კელი დეგნანი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

13.02.20 17:00


ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძის ამერიკაში ვიზიტზე ისაუბრეს.

ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანთან შეხვედრას საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა.

„აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან. გავუზიარე მოსაზრებები, ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. ელჩს მადლობა გადავუხადე ამერიკის მთავრობის მხრიდან ვიზიტის მაღალი მხარდაჭერის და თანამშრომლობისთვის", - წერს თალაკვაძე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები