ეკონომიკა

კობა გვენეტაძე აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

13.02.20 18:00


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აგრო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სფეროში ფინანსური რესურსების წვდომასთან არსებული ვითარება გააცნეს, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით დგას აგრო სექტორის წინაშე. სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გაუზიარა თავისი ხედვა და ის ნაბიჯები გააცნო, რასაც საფინანსო სექტორი აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის დგამს.

"დამეთანხმებით, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მხრივ აგრარულ სექტორს განსაკუთრებული როლი ეკისრება, ვინაიდან დარგის განვითარება, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობას. ჩვენ მოვუსმინეთ სექტორის წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ უკეთ გაგვეგო, თუ რა აწუხებთ მათ, გავცვალეთ ინფორმაცია და დავპირდით, რომ ამ თემებს უფრო დეტალურად ფინანსურ სექტორთან ერთად გავივლით", -განაცხადა კობა გვენეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები