მსოფლიო

იტალიაში მსხვერპლის რაოდენობამ 247-ს მიაღწია, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

25.08.16 18:00


იტალიიდან ინფორმაცია საქართველოს დაღუპული ან დაშავებული მოქალაქეების შესახებ არ შემოსულა. ბოლო ორი დღის განმავლობაში იტალიაში ორი მძლავრი მიწისძვრა მოხდა. პირველი 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ პერუჯიდან სამხრეთ აღმოსავლეთში 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 3:36 საათზე მოხდა. 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ხუთსაბათს იტალიის ცენტრალურ რეგიონებში მოხდა. ნგრევები დაფიქსირდა სამ ოლქში: ლაციო, უმბრია და მარკე. ხუთშაბათ დილის მონაცემებით, დაღუპულია 247 ადამიანი.

მან აღნიშნა, რომ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს „ცხელი ხაზის“ ნომერზე: +39 333 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი“: (+995 32) 294 50 50 — სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე და (+995) 577 98 40 20 — 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები