პოლიტიკა
17.02.20 10:30
ჩვენ, ევროპელებს პასუხისმგებლობა გვაქვს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ეს ძალიან ჰგავდა ოჯახის წევრთან შეხვედრას. შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ხალხზე.
შესანიშნავი ქვეყანა გაქვთ. ვგრძნობ, რომ ჩვენ, ევროპელებს პასუხისმგებლობა გვაქვს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გამოწვევებში, რომლის წინაშეც ის დგას“,- აღნიშნა ბუნდესტაგის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ თქვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზე.
ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, ჩათვალოს, რომ ეს საკითხი დასრულებულია და რომ საქართველომ მიიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. იქ არის ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მე იქ ვიყავი, კონტროლირებად, არ მინდა ვთქვა, საზღვარზე, რადგან ეს არ არის საზღვარი, ის არის საქართველს შემადგენელი ნაწილი. ვესაუბრე ფერმერებს, ვნახე მომტირალი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მათ საკუთარ სახლში დაბრუნება არ შეუძლიათ.
გავიგე გატაცების შემთხვევების შესახებ – ეს ის თემებია, რაზეც ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. არ უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში, რაც მართლაც მიუღებელია, მაგრამ ასევე ეს რეალობა დგას საქართველოში“,- აღნიშნა როთმა.
უნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს რეგიონში.
„ვთვლი, რომ საქართვლოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ის არის რეგიონში დამაკავშირებელი. საქართველოში არის სტაბილურობა და თქვენ გყავთ მეზობლები კონფლიქტებით. როდესაც გავიგე, რომ სომხები ამბობენ, ისინი არასდროს ჩავლენ აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ არასდროს ჩავლენ სომხეთში, მოდით შევხვდეთ საქართველოში, ერთად.
ასევე ვისაუბრეთ თქვენი ქვეყნის განვითარების შანსებზე. ვფიქრობ, რომ ტურიზმი ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ბევრი გერმანელი ჩამოდის საქართველოში და ვფიქრობ, ეს რიცხვი იზრდება“,- განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24