პოლიტიკა
17.02.20 11:30
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინელ კოლეგას ანტი კაიკონენს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალური თავდაცვის მიმართულებით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვის მიდგომა და უწყებათაშორისი მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ კუთხით მან ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მეგობრობას ემყარება. შეხვედრაზე სამხედრო სამსახურში გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის კუთხით ფინური მხარის გამოცდილების გაზიარების საკითხზეც ისაუბრეს.
მინისტრმა წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში ფინეთის მთავრობის მიერ შეტანილ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფინელ კოლეგასთან საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური პრიორიტეტებიც განიხილა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასასრულს, ანტი კაიკონენმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში მიიწვია. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩსა და ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტის მარკუს შოდერის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24