საზოგადოება

ბაქო-თბილისის მატარებელში კონტრაბანდული ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს

25.08.16 18:30


ბაქო-თბილისის მატარებლის ელექტრომექანიკოსის კუპეში საბაჟო გამშვებ პუნქტში “გარდაბანი”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 3,5 კგ. არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება. კუპეში ზოდები ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილ სათავსოში იყო მოთავსებული.

კონტრაბანდული ტვირთის საბაჟო ღირებულებამ 4 ათას 467 ლარი (2ათას დოლარამდე) შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მატარებლის ელექტრომექანიკოსს გამოუწერეს კონტრაბანდის ღირებულების ოდენობის ჯარიმა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები