პოლიტიკა

პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა

17.02.20 11:45


პარლამენტთან მიმდინარე აქცია-პერფორმანსზე სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტში შესვლა მოითხოვეს, რაზეც სამართალდამცველების მხრიდან უარი მიიღეს. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა მათ შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება.

ცნობისთვის, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. პარლამენტში დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები