პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპონენტები ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ, ეს გასაგებია

17.02.20 12:40


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის გაღიზიანება ირაკლი შოთაძის მიმართ გამოწვეულია იმით, რომ გენპროკურორობის კანდიდატმა წინა ხელისუფლების წარმომადგენებს ბრალი სისტემური დანაშაულისთვის წაუყენა.

"ჩვენი ოპონენტები,“ ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ვერ მალავენ გაღიზიანებას და აგრესიას ირაკლი შოთაძის მიმართ. ეს გასაგებია, რადგან ამ პიროვნების სახელთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი სისტემური დანაშაულის გახსნა და გამოძიება, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ჩადენილი. მათი ეს გაღიზიანება ერთგვარი ინდიკატორია, სწორედ იმ კუთხით, რომ დიახ, ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორობისთვის მეორედ იბრძვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები