საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ზღვისპირა რაიონებში

25.08.16 18:40


საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ცალკეულ დღეებში ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია 29-34 გრადუსი სიცხე, აღმოსავლეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსს მიაღწევს.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს ზღვისპირა რაიონებში დღის განმავლობაში უნალექო ამინდია, საღამოსა და ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები