პოლიტიკა

ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ

17.02.20 15:20


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

ხოშტარია კომიტეტის სხდომაზე სიის დარიგებას ცდილობს, რომელიც მისი თქმით, პოლიტპატიმრების სიაა. მას კომიტეტის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები