ეკონომიკა

ნათია თურნავა - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ არჩევნებში კვლავაც დამაჯერებელ წარმატებას მოიპოვებს

17.02.20 15:40


არჩევნები ჩატარდება ყველა დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა არჩევნების შემდეგ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყავდეს.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„რაც მთავარია, არჩევნები ჩატარდება ყოველგვარი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით. ყველაფერი, რაც შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნებისა და დემოკრატიული საარჩევნო სისტემის პრაქტიკას, შეიძლება, განხორციელდეს, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ კვლავაც დამაჯერებელ წარმატებას მოიპოვებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები