საზოგადოება

ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

17.02.20 17:40


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს იური გუსევს შეხვდა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა იმ სახელმწიფო პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ხორცილდება და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მეღვინეობის სექტორის განვითარების საკითხებს.

როგორც იური გუსევმა აღინიშნა, ქართულ ღვინოს მსოფლიო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მეღვინეობის სექტორის განვითარების ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

"საუბარი შეეხო ხორბლის წარმოების და კვების მრეწველობაში გადამმუშავებელი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - აცხადებენ სამინისტროში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები