პოლიტიკა

განათლების მინისტრმა ისრაელის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

18.02.20 10:30


საქართველოს განათლები მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლებისა და მეციერების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ინსტიტუციურ დონეზე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ოპერირებას 2020-21 სასწავლო წლიდან დაიწყებს, ამ ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან.

სწავლების ყველა საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, მიხეილ ჩხენკელი ისრაელის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისგანახორციელებას მიესალმება.

რან გიდორმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთშორისოუნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება და სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში განხორციელდება. მხარეებმა ისრაელთან თანამშრომლობით ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება საერთაშორისო ჰაბი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეაბილიტაციისა და რესტავრაციის მიმართულებითაც. მინისტრის თქმით, ამგვარი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრის ბოლოს ელჩმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ისრაელში მიიწვია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები