პოლიტიკა

​ხვალიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

18.02.20 10:00


პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ხვალიდან პრეზიდენტის სასახლეში ემიგრანტებთან ყოველდღიური შეხვედრები დაიწყება. შეხვედრები საინფორმაციო ხასიათის იქნება და ემიგრანტები შეძლებენ ყველა იმ კითხვაზე პასუხის მიღებას, რომელიც მათ აქვთ.

"საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 18 თებერვლიდან დაიწყება ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან.

ასევე, 18 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტების და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის" - წერია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები