პოლიტიკა

პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა - პოლიცია აქციის მონაწილეების ტროტუარზე გადაყვანას ცდილობს

18.02.20 11:30


ხმაური და დაპირისპირებაა პარლამენტთან. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე მოხდა.

პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანოს, რათა "ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაუბრკოლებლად შესვლა შეძლონ.

ადგილზე არიან ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტთა რაოდენობა იზრდება, პარალელურად, იზრდება შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობაც.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები