პოლიტიკა

თალაკვაძე: "შოთაძის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი"

18.02.20 12:00


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მხარს უჭერს.

"ირაკლი შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი.

მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგის შემთხვევებს, ასევე ნარკოტრაფიკის საქმეებს. ასევე, ის იყო მთავარი პროკურორი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში, მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შესაბამისად, მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება. ის არის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორი”, – განაცხადა თალაკვაძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები