საზოგადოება

მაია მიმინოშვილი: გამჟღავნებული პირველადი შედეგები, საბოლოო შედეგებს ემთხვევა

25.08.16 19:00


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შედეგების დაუგეგმავ გასაჯაროებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც დღეს მიმინოშვილმა ჟურნალისტებს გამოცდების უკვე ოფიციალური შედეგები წარდგენისას განუცხადა, გამჟღავნებული პირველადი შედეგები, რომელიც აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საბოლოო შედეგებს ემთხვევა, თუმცა მისივე განმარტებით, ცვლილებებია საბოლოო შედეგებში საგრანტო კონკურსში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო შედეგის მიხედვით, რამდენიმე აბიტურიენტს გრანტი დაემატა, რამდენიმეს კი შეუმცირდა.

„ის რაც მოხდა ღამის 11 საათზე, პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა, დამოუკიდებლად ორჯერ. ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და სწორედ აი ამ პერიოდის განმავლობაში შეტყობინებების სერვისი არ იყო გამორთული. ამ პერიოდში როდესაც ერთი-ორი აბიტურიენტი შემოვიდა და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ბაზაში იყო, პირველადი ჩარიცხვების ინფორმაციას ვგულისხმობ, ბუნებრივია სასწრაფოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრმა უკვე შედეგები გამოაცხადა.

“მცირედი ცვლილება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ საგრანტო კონკურსს, რაც შეეხება ჩარიცხვებს, ის რაც ნახეს პირველადი ინფორმაცია ბოლო ინფორმაციას ემთხვევა. ასე რომ ეს იყო ტყუილი აჟიოოტაჟი, მე ამას ვერც ხარვეზს დავარქმევ და ვერც გაუგებრობას.

“საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რამოდენიმე აბიტურიენტს დაემატა გრანტი, რამდენიმე აბიტურიენტს ის გრანტი, რაც პირველადი მონაცემებით იყო შეუმცირდა,“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები