პოლიტიკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი - მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგს, ვაკვირდებით მთელს ამ პროცესს, მათ შორის შეუსრულებელ პირობებსაც

18.02.20 13:20


რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ დიალოგს, ვაკვირდებით მთელს ამ პროცესს, პირობებს, მათ შორის შეუსრულებელ პირობებსაც, - ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტერ მიკისკამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, მედიით განცხადებებს არ აკეთებენ, თუმცა მოვლენებს აკვირდებიან და ინფორმაციას აწვდიან თავიანთ მთავრობას.

„მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს როგორც ხელისუფლებასთან, ასევე, ოპოზიციასთან და ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სწორი კომუნიკაცია, სწორი დიალოგი და მხოლოდ ამ სწორ დიალოგზე და კომუნიკაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ქვეყანაში შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო.

დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი, ის უნდა გაგრძელდეს. მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს დიალოგს“, - განაცხადა პიტერ მიკისკამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, პიტერ მიკისკა ამბობს, რომ უშუალოდ ამ საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი“, - განაცხადა პიტერ მიკისკამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები