პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა

18.02.20 14:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ამ რთულ პროფესიას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა და ასევე მადლობა პირადად გადაუხადა სხდომათა დარბაზში მყოფ, ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს – ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს – ავთანდილ მჟავანაძეს.

“აქ, ამ დარბაზში არიან საპატრულო პოლიციის ოფიცრები – ბატონი ოთარ თავართქილაძე და ბატონი ავთანდილ მჟავანაძე, რომლებიც 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაიჭრა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მძიმედ დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად, ოთარ თავართქილაძე გადავარჩინეთ და დღეს, მეწყვილესთან ერთად, ჩვენთან სტუმრადაა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები