პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან

18.02.20 15:40


"მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში, პირველ რიგში თავისი ღირებულებებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წევრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ.

"მოკლედ მინდა შევეხო ჩვენი "ნაციონალი" კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში თავისი ღირებულებებით პირველ რიგში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ, რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო 7 წლის განმავლობაში, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნით შესვლა სცადეს. ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლა მაშინ სცადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის 2019 წლის ანგარიშს წარადგენდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები