საზოგადოება

საქართველოში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

25.08.16 19:15


შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (Black Sea International Folk Festival) პირველად ჩატარდება საქართველოში.

ფესტივალში 4 ქვეყნის — იტალიის, თურქეთის, შვეიცარიის და საქართველოს 24 ანსამბლი და 400 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. იტალიის ფოლკლორ ფესტივალზე წარმოადგენს ვოკალური კოლექტივი Su Cuncordu ‘e Sette Dolores კუნძულ სარდინიიდან, შვეიცარიას - კვარტეტი "Nagelfluh",, ხოლო თურქეთს — კარადენიზის უნივერსიტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი.

ქართულ ფოლკლორს ფესტივალზე წარადგენენ ისეთი ცნობილი და სახელგანთქმული ჯგუფები, როგორებიც არიან „სუხიშვილები“, „რუსთავი“, ბასიანი“, „დიდგორი“, ასევე კოლექტივები: „ბერმუხა“, „ფესვები“, მარეთი“, „ვახტანგური“, „რიხო“. პირველი ორი დღის მანძილზე კოლექტივების გამოსვლა დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთში, ჭადრაკის ბაღში და ეს კონცერტები უფასო იქნება.

ფინალური გალა კონცერტი 3 სექტემბერს ახალი საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს სცენაზე შედგება შეკვეთილში. შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 2296


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები