პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

19.02.20 11:00


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის, ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, თუმცა, აღინიშნა, რომ უნდა გააქტიურდეს ძალისხმევა მათი კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მიღწეულ შედეგებზე, ასევე შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხსაც.

მალაიზიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე.

საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში, მალაიზიის პარლამენტის სპიკერი მიესალმა საქართველოს სურვილს ASEAN-თან და AIPA -სთან ურთიერთობების გააქტიურების შესახებ და აღნიშნა, რომ მალაიზია მხარს უჭერს საქართველოს აღნიშნული მიმართულებებით.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები