პოლიტიკა

კახა კალაძე: "სვეტით" დაზარალებულთა ბინების მშენებლობა განახლდება

19.02.20 11:30


თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულთა ბინების მშენებლობა მარტიდან განახლდება.

კალაძის თქმით, მშენებლობების დასრულებას სამ მიმასამრთზე 2500 ოჯახი ელოდება.

"ჩენი მუშაობით მოვახერხეთ ის, რომ გამოინახა კომპანია m2, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, გაფორმდა მემორანდუმები და ყველა პროექტზე - მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე პროექტები შეთანხმებულია. მომდევნო კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება სამშენებლო ნებართვების გაცემა და პარალელურად მარტის დასაწყისში შესაძლებელია უკვე უშუალოდ მშენებლობის გაგრძელება ამ მისამართებზე",- განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული 6000 ოჯახის საკითხზე და ასევე, კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" ანალოგიურ პრობლემაზე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები