საზოგადოება

მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

19.02.20 13:00


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კომპანია "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ.

"ჯარიმებიდან უფლების მოთხოვნა თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება და პარალელურად მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია",- განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, მოქალაქეებს, ჯამში, 850 000 ლარის ჯარიმა ჩამოეწერებათ.

როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

მერმა "სითი პარკის" დროს წლიური ჯარიმების ოდენობაზეც გაამახვილმა ყურადღება და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი მერიამ გადმოიბარა, ჯარიმების რაოდენობა 1,2 მლნ-დან 500 000-მდე ჩამოვიდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები