პოლიტიკა

ლუიზა ვინტონი - გუშინ ვესწრებოდი პარლამენტის სხდომას და ოპოზიციის ადგილები თავისუფალი იყო, რაც გულსატკენია

19.02.20 14:00


საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი, ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები პარლამენტში არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არსებული პოლარიზებული გარემოს გადასალახად გზები უნდა გამონახოს.

„ვფიქრობ, საქართველომ საკმაოდ რთული გზა გაიარა იმისთვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებელი ქვეყნის სახელი და რეპუტაცია მოეპოვებინა. დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა, რომ სწორედ საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან იმ მდგომარეობითა და სპეციფიკური სიტუაციით შეშფოთებულები, რაც დღეისთვის საქართველოს პარლამენტში არსებობს.

მაგალითად, გუშინ ვესწრებოდი სხდომას და ოპოზიციის ადგილები თავისუფალი იყო, რაც საკმაოდ გულსატკენია. უნდა გამოინახოს გზები, რათა ეს პოლარიზაცია გადაილახოს და ფაქტობრივად, პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა მოხდეს“,-აცხადებს ლუიზა ვინტონი.

ის ასევე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. „მინდა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს დავუბრუნდე. ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილი მიდგომებია საჭირო. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, თუ ვის რა სურვილი შეიძლება გააჩნდეს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, არამედ ამოვიდეთ იქედან, რაც უკვე გაკეთდა. რა შთაბეჭდილება რჩება, ამაზე უნდა ვიფიქროთ“, - აცხადებს ვინტონი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები