პოლიტიკა

ციხელაშვილი: ოკუპირებულ ცხინვალში ჰუმანიტარული კრიზისი მძიმდება

19.02.20 15:00


"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ ვითარებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ქმედებები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი მიმართავს პრობლემებს უქმნის არამხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა.

"თანდათან იმის ნაცვლად, რომ გადაიდგას ნაბიჯები მდგომარეობის შემსუბუქებისკენ და ამისთვის არსებობს ყველა ფორმატი, არაერთი ძალისხმევა, მოლაპარაკება, თანათავმჯდომარეების ვიზიტი, ამ ყველაფრის ნაცვლად ვხედავთ, რომ მდგომარეობა დღითიდღე უფრო უარესდება. ამ ვითარებაში განსაკუთრებით იკვეთება ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნის აუცილებლობა დაუყოვნებლივ და წინაპირობის გარეშე. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებლი ნაბიჯი. მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმს და დე ფაქტო ხელისუფლებას ეს ნაბიჯი იქნას გადადგმული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის აფთიაქებიდან იმ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს, რომლებსაც ქართული წარწერები აქვს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები