პოლიტიკა

'სამწუხაროა, რომ ასე ეპყრობიან ამ ახალგაზრდებს"- ხოშტარია პაარტის ოფისთან გამართულ აქციაზე

19.02.20 16:20


ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარიას განცხადებით, 18 თებერვალს პარტიის ოფისთან გამართული აქციის ხელწერა ქართულ ოცნებას ეკუთვნის და ამას ისინი ძალიან ხშირად აკეთებენ.

'ამ ახალგაზრდა ადამიანებმა თავადაც არ იცოდნენ და ადგილზეც უთქვამს რამდენიმეს, რომ არ ვიცი, რაზე ვარ მოსული, პარტიიდან გამომაგზავნესო.

სამწუხაროა, რომ ასე ეპყრობიან ამ ადამიანებს,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, თავისთავად რაღაცის პროტესტი არანაირი პრობლემა არაა, თუმცა, ეს ქართული ოცნების მიერ იყო დაორგანიზებული.

"ქართულ ოცნებას ძალიან ეტკინა იმ სახელის დარქმევა, რასაც ის იმსახურებს. ისინი დღეს ემსახურებიან საბჭოთა სისტემას და მის ბელადს,"- თქვა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, სადაც ქართული ოცნება ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იმავე თანამდებობაზე დასაბრუნებლად აპირებდა კენჭისყრას, პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

საღამოს ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ერთერთი მონაწილე ამბობდა, რომ მისი მოთხოვნა "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეჩერება" იყო.

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის "ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს".




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები