პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

19.02.20 16:40


20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება. ჰოფბურგის სასახლეში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ მუდმივმოქმედი და სამი გენერალური კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომებში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს.

ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების 300-მდე პარლამენტარი ეუთოს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე – უსაფრთხოების გამოწვევებზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, მიგრაციის, ეკონომიკის და გენდერულ საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ.

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, საქართველოს პარლამენტიდან, დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დაესწრებიან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები