პოლიტიკა
19.02.20 17:40
„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს“, - ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ფრენებისა და აეროპორტების ბიზნესის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან როგორც პირდაპირი კავშირების უზრუნველყოფის, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებისთვის.
აუგუსტინ დე რომანეს თქმით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების გზებსა და პარიზის აეროპორტების გაერთიანების კომპანიის მზაობას - ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზები. საქართველოს ისტორია და ბუნება სრულიად შთამბეჭდავია, ტურისტები მთელი მსოფლიოდან უნდა მოვიზიდოთ“, - აღნიშნა აუგუსტინ დე რომანემ.
პარიზის აეროპორტების გაერთიანება, კომპანია „TAV“-ის ძირითადი აქციონერი, აქციების 46%-ის მფლობელი კომპანიაა. პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო „TAV Georgia“-სთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, აეროპორტის ოპერირების წესსა და იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოპერატორის მიმართ - ტარიფების, ინფრასტრუქტურისა და პირდაპირი ფრენების ქსელის გაფართოების, აგრეთვე, ფრენების დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით.
საქართველოს მთავრობასთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, კომპანიის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო დოკუმენტები და სამოქმედო გეგმა.
როგორც „TAV“-ის ძირითადი აქციონერი კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს რესურსი, გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარდეს და დამატებით, 5 მლნ მგზავრს მოემსახუროს. კომპანიამ გამოთქვა მზაობა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაზე და საუბარი შეეხო საქართველოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხს.
პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა აუგუსტინ დე რომანემ აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის, საქართველოში, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, გამოგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც, მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტების განვითარების გეგმებზე მუშაობენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა.
წყარო : /www.reportiori.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24