პოლიტიკა

საქართველოს ელჩი ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

19.02.20 18:00


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან არვო ალლერთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას მიესალმნენ.

"განხილულ იქნა ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ესტონეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენის ხელშეწყობის, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზებს.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

განხილულ იქნა ამ მიმართულებით ესტონეთთან შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები. ესტონურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და შესაბამისი მხარდაჭერა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები