პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

20.02.20 11:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი ძირითად პოლიტიკურ საკითხებს და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის როლს შეეხებოდა.

"არჩილ თალაკვაძემ სენატის საგარეო კომიტეტის მაღალჩინოსანს მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო",-ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები