პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

20.02.20 11:30


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვლადიმერ ბორცვაძემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ოფისს, ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მიერ განხორციელებულთანმიმდევრულ ნარკოპოლიტიკაზე, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით უწყებაში დანერგილი სიახლეებისა და სამინისტროს მიერ 2019 წელს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ ისაუბრა.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობა, პომპიდუს ჯგუფში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიზნით პომპიდუს ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობა. ვლადიმერ ბორცვაძემ ევროპის საბჭოს მხარეს მადლობა გადაუხადა პომპიდუს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსებსა და შეხვედრებში სამინისტროს თანამშრომელთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის", - აცხადებენ სამინისტროში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები