პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვანო მერაბიშვილი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანია

20.02.20 13:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მერაბიშვილის სახით კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი შეურთდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს.

"მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული, მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. დღესაც ნათლად გამოჩნდა რომ ის არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი და ლიდერი შეურთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოუადგენს "ნაცმოძრაობა" მის სატელიტ პარტიებთან ერთად", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ყოფილ ძალოვან მინისტრს სწორედ დღეს ამოეწურა პატიმრობის ვადა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები