პოლიტიკა

მწვავე გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას - აშშ-ის საელჩო და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ერთობვლივ განცხადებას ავრცელებენ

20.02.20 14:00


შეერთებული შტატების მორიგი მწვავე გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას - აშშ-ის საელჩო და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი საქართველოში ვიზიტისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და პრემიერ გახარიას მოუწოდა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკური გამოხატვის უფლოებას და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.

„თბილისს ეწვია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა. ის შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად. ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე.

ბატონმა სოჩამ, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“ - ნათქვამია განცხადებაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები