პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

20.02.20 14:40


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულო პატიმრობის შემდეგ. ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება.

დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, რომ როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ", - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები