პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მერაბიშვილზე: თავად არის დამხობილი

20.02.20 15:40


"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი",- ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას.

მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილის მხრიდან ხელისუფლების დამხობაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.

"საზოგადოებას ის ახსოვს, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან და ბოკერიასთან ერთად.

განსაკუთრებული ამით არაფერი მომხდარა. ის, რომ ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, დღეს ბედავს ასეთი განცხადებების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია. ის თავად არის დამხობილი და არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხესთან განაცხადა, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები