პოლიტიკა
20.02.20 16:40
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებს კომენტარს მმართველი პარტიის შეფასებებზე, მისივე თქმით, პოლიტიკას თავისი ლექსიკა აქვს და "შეცვლას" ბევრი პოლიტიკური სინონიმი აქვს, მათ შორის "დამხობა".
‘’ცვლილების და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას’’. გოცირიძე.
„ვანო მერაბიშვილი გაუტეხელი და თავაწეული გამოვიდა ციხიდან, პოლიტპატიმრებიდან, მან ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ. ის რჩება პოლიტიკაში და ვანო მერაბიშვილი თუ ვინმეს ეგონა, რომ უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ცდება. სად ხედავს თავის თავს, სულ მალე იტყვის, როგორც თვითონ თქვა. მისი განცხადების მთავარი შინაარსი იყო ის, რომ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება სიტყვა - „დამხობას“, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, როცა ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო ერთი ადამიანის მიერ არის უზირპირებული და როგორც გველეშაპი დაეპატრონება ზღაპარში წყალს და არ აძლევს ცხოვრების საშუალებას ხალხს, დაახლოებით ასე დაეპატრონა ის პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, ბიზნესს.
ამიტომ ცვლილების და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ „დამხობას“. მას არ უთქვამს, რომ ძალადობით აპირებს რამეს. პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა, არის უამრავი სინონიმი, შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, დამხობა. ესენი არიან პოლიტიკური სინონიმები. მას არ უთქვამს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას. „მეტი კახა კალაძე "ქართულ ოცნებას". რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება „ოცნებაში“, მით მეტად იქნება "ქართული ოცნება" არჩევნებში წარუმატებელი. მეტი ბიძინა, მეტი კახა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი. თუმცა, არ გვინდა მათი ზრდა, ისედაც ნათელია, რომ გაკოტრებული "ოცნებიდან" არაფერი შემორჩა ივანიშვილს. ვინც კი წერა- კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა იქიდან,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 64
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24