საზოგადოება

დაახლოებით 28 ათასი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

25.08.16 20:25


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, საქართველოში 27 ათას 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

სახელმწიფო გრანტს, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ნაწილობრივ დაფინანსებას გულისხმობს, 6 ათას 500-მა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო უფასოდ დაახლოებით 4 ათასი სტუდენტი ისწავლის. ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების დაახლოებით 75% პირველკურსელი გახდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1-22 ივლისს ჩატარდა. გამოცდებში მონაწილეობდა დაახლოებით 38,5 აბიტურიენტი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები