პოლიტიკა

"ოცნებიდან" წასული სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთს ელჩად დანიშნეს

21.02.20 10:30


"ოცნებიდან" წასული სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთს ელჩად დანიშნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქაცარავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მმართველი გუნდი და საპარლამენტო მანდატი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხელისუფლებამ პროპორციულის კანონპროექტი ჩააგდო.

სამინისტროს ინფორმაციით, ქაცარავა საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. იგი 1998 წლიდან 2016 წლამდე ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში და 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები