პოლიტიკა
21.02.20 11:15
საქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმის განხორციელების ბრალდებას რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება ეხმაურება. შესაბამის კომენტარს სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
რუსული მხარე ქართულ ვებგვერდებზე, სერვერებსა და ოპერაციულ სისტემებზე რუსეთის ფართომასშტაბური კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დადგმულს უწოდებს, ბრალდებას კი უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს.
„ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციის სინქრონულობა. თითქმის ოთხი თვე დასჭირდათ იმისთვის, რათა რუსეთის დამნაშავედ წარმოჩენა ეცადათ ინციდენტის გამო, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა გასული წლის 28 ოქტომბერს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ ყველა ბრალდება რუსული მხარის მისამართით კვლავ ვარაუდის დონეზე ისმის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებში შედის, თუმცა გარკვეულ ძალებს ეს არ აწყობთ.
„სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ, უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი გამოიტანონ.
ყველაფერი ეს დამატებით ჩრდილს ფენს ორმხრივ ურთიერთობას, რომელიც ისედაც მარტივი არ არის. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს. გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24