საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

21.02.20 12:40


ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ასევე, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა. ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო შენდება, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. წლის ბოლომდე 200 ყაზარმას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი“ თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები